თსუ პროფესიული განათლების ცენტრს 200 კურსდამთავრებული ჰყავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება მიულოცა და დიპლომები გადასცა. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, 2023 წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრს (თბილისი, ქუთაისი) 200 კურსდამთავრებული ჰყავს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის 2023 წლის კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიებასკურსდამთავრებულებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, პროგრამების ხელმძღვანელები, მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ვულოცავ ამ დღეს იმ 200-მდე სტუდენტს, რომელმაც თბილისსა და ქუთაისში ისწავლა 8 პროფესიულ პროგრამაზე. მათ შეიძინეს დამატებითი პროფესია, რომელსაც ზოგიერთი მათგანი უკვე წარმატებით იყენებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან მიღებული ცოდნა და უნარები დაეხმარება მათ დასაქმებაში,-“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემკახაბერ ჭეიშვილმა.

თსუ-ს ცნობით, ქეთევან ვარსიმაშვილი პროფესიული განათლების ცენტრის ერთ-ერთი კურსდამთავრებულია.

მისი თქმით, პროფესიულ პროგრამაზე - „ღონისძიების ორგანიზება“ სწავლისას მათთვის ლექციებს პროფესიონალი ლექტორები კითხულობდნენ.

„ბედნიერი ვარ, რომ ამ ასაკში მომეცა შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამაზე მესწავლა. ამ პროფესიას უკვე ვიყენებ, შევიძინე საუკეთესო გუნდი, პროფესიონალი ლექტორებით,“-აღნიშნა ქეთევან ვარსიმაშვილმა.

თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. 2019 წლიდან კი პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას თსუ პროფესიული განათლების ცენტრი უძღვება. თსუ-ში მოქმედ ყველა პროფესიულ პროგრამას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

დღეისთვის 8 პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი სწავლობს. სტუდენტებს შორის არიან სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები, რომელთაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ.

2023 წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა თბილისსა და ქუთაისში სტუდენტები მიიღო პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, ღონისძიების ორგანიზება, საოფისე საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება