მარნეულის მუნიციპალიტეტმა ძიუდოში თენგიზ ნავერიანის სახელობის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლა

მარნეულში, ქვემო ქართლში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლის და ჩოხიანი ჭიდაობის დამფუძნებლის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და სპორტის დამსახურებული ოსტატის, მარნეულის სპორტული სკოლის ფუძემდებლის, თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული, რიგით მეთორმეტე საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ძიუდოში გაიმართა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩემპიონატი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.

„ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 28 კლუბის 200-მდე სპორტსმენმა.

ტურნირის ჩემპიონი კლუბი „გორიჯვარი“ გახდა, მეორე ადგილზე კლუბი „წყალტუბო“ გავიდა, მესამე საპრიზო ადგილის მფლობელები კი კლუბი „ოლიმპი“ და კლუბი „ლაზარე 2017“ გახდნენ.

ტურნირზე მარნეულელი, ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის, ბექა წიფიანის სახელობის თასი გათამაშდა, რომლის მფლობელი ლუკა ქუთათელაძე გახდა.

ღონისძიების ფარგლებში, ტურნირის საუკეთესო გდების მედალი გათამაშდა, რომელიც გიორგი ბერაძეს გადაეცა.

სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სპეციალური ჯილდოები მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტს, მამუკა ნავერიანს და თენგიზ ნავერიანის მეგობარს, გელა სინჯიკაშვილს გადაეცათ.

წელს ტურნირის საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენდა.

ჩემპიონატი ხუთ წონით კატეგორიაში, 2007-2009 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს