შეხვდით ახალ წელს ახალი წიგნებით - „პალიტრა L-ი“ წიგნის საახალწლო ფესტივალზე გელოდებათ

23 და 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ელოდებათ მრავალფეროვანი არჩევანი, საინტერესო შეხვედრები და სიურპრიზები.

ფესტივალი იქნება ნამდვილი საახალწლო საჩუქარი წიგნის მეგობრებისთვის. მკითხველს საშუალება ექნება, დაესწროს ახალი წიგნების პრეზენტაციებს და გამომცემლობა „პალიტრა L-სგან“ ისარგებლოს გრანდიოზული ფასდაკლებებით როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ლიტერატურაზე. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე ბავშვებს უამრავი სიურპრიზი ელოდებათ.

„პალიტრა L-ი“ მოუთმენლად ელოდება მკითხველთან შეხვედრას, არ გამოტოვოთ 2023 წლის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება და შეხვდით ახალ წელს ახალი წიგნებით!

მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, მესამე კორპუსი, საგამოფენო დარბაზი (გუდიაშვილის ქ. N 7).

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება