ქირურგი გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ბავშვზე - თავის ქალის დეფექტის 80% უკვე დახურულია, ოპერაცია 12-13 საათს გაგრძელდა - კიდევ ერთი ოპერაცია 2-3 კვირაში ჩატარდება

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ბავშვს კიდევ ერთი ოპერაცია 2-3 კვირაში ჩაუტარდება. ამის შესახებ "კარაპს მედლაინის" პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კალანტაროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფება.

„ოპერაცია სასწრაფო იყო. თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. დეფექტი სასწრაფოდ უნდა დაგვეფარა. ოპერაცია გეგმის მიხედვით ჩატარდა, საშუალოდ, 12-13 საათს გაგრძელდა. პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფება. რაც იყო დაგეგმილი, ყველაფერი შესრულდა. დეფექტის 80% უკვე დახურულია. ვფიქრობთ, 2-3 კვირაში კიდევ დასჭირდება მსგავსი ოპერაციის მეორე ეტაპი, იმისთვის, რომ ძვლოვანი დეფექტი სრულფასოვნად დავხუროთ“, - აღნიშნა ალექსანდრე კალანტაროვმა.

ცნობისთვის, 15 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მეზობელთან ერთად ცდილობდა დაკბენილი ბავშვის მანქანაში ჩასმას და კლინიკაში გადაყვანას, ძაღლი მეორე, ორი წლის ბავშვს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძაღლი სოფელში რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს. მათივე თქმით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მთელ მუნიციპალიტეტში არის და შესაბამის სამსახურს მოუწოდებენ, აღნიშნული პრობლემა მოაგვარონ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო