ღაზას სექტორის ოფიციალური პირები - ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზას სამხრეთ ნაწილის დაბომბვას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ღაზას სექტორის ოფიციალური პირების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზას სამხრეთ ნაწილის დაბომბვას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა.

BBC წერს, რომ ამ დროისათვის ღაზას სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში, რომელიც ეგვიპტის საზღვართან ახლოს მდებარეობს, თავს ათასობით ადამიანი აფარებს.

გამოცემის ცნობით, ლტოლვილებს საკვები და მედიკამენტები შეზღუდულად მიეწოდებათ.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები 7 ოქტომბერს დაიწყო. კონფლიქტს სულ მცირე 1 200 ისრაელელი და 19 400-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება