გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ გზა არის გზა არსაითკენ, ჩვენი გზა არის სწრაფი გზა ევროკავშირისკენ, რომელიც მშვიდობას, კეთილდღეობასა და განვითარებას მოიტანს

„გამარჯვების კოალიცია” – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და „სტრატეგია აღმაშენებელი” იმერეთის რაიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრას მართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და 2024 წლის არჩევნები განიხილება.

გიორგი ვაშაძის თქმით, „გამარჯვების კოალიცია” აქტიურ კამპანიას კვლავ განაგრძობს.

„ზემო იმერეთში ვართ, ზესტაფონი, თერჯოლა, ქუთაისი, წყალტუბო - მთელ საქართველოში დავდივართ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა და 1:0 მოუგო ქართველმა ხალხმა “ქართულ ოცნებას”.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება არჩევნებით შევცვალოთ, გავატაროთ სწრაფი რეფორმები და ეს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ, რაც შეიძლება მალე განვახორციელოთ. ეს გამოვა მხოლოდ გაერთიანებით, ერთად დგომით და არა გახლეჩის გზით, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" აირჩია. მათი გზა არის გზა არსაითკენ, ჩვენი გზა არის სწრაფი გზა ევროკავშირისკენ, რომელიც მშვიდობას, კეთილდღეობასა და განვითარებას მოიტანს. ამაზე ყველა რაიონში ვსაუბრობთ, მთელ საქართველოში ძალიან მძლავრი მუშაობა გვექნება“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს