შალვა პაპუაშვილი - რუსეთის მიმართ სანქციებს ჩვენ არ ვუერთდებით! - ამ გადაწყვეტილებამ მოგვიტანა ის, რომ საქართველო არ დადგა ომის რისკის ქვეშ და მიიღო კანდიდატის სტატუსი

სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა ცნობილია. რუსეთის მიმართ სანქციებს ჩვენ არ ვუერთდებით. ამ გადაწყვეტილებამ მოგვიტანა ის, რომ საქართველო არ დადგა ომის რისკის ქვეშ და მიიღო კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „მაგნიტსკის სიის” გახანგრძლივების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მხარდამჭერთა სიაში საქართველო არაა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს სია მხოლოდ რუსეთს არ ეხება და მასში რამდენიმე ქვეყანაცაა მოხსენიებული.

„ეს სანქციების სია არ ეხება მხოლოდ რუსეთს, იცით, რომ რამდენიმე ქვეყანასაც ეხება, მათ შორის საქართველოც მიუერთდა ჩრდილოეთ კორეასა და დნესტრისპირეთთან დაკავშირებულ საკითხებს. რაც შეეხება რუსეთის მიმართ სანქციებს, საქართველოს განცხადებული პოლიტიკა აქვს და ამ პოლიტიკას მივყვებით. ამ პოლიტიკამ ჩვენ მოგვიტანა ის, რომ გვაქვს ის საკმარისი სტაბილური მდგომარეობა საქართველოში, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას. ამ პოლიტიკამ მოგვიტანა კანდიდატის სტატუსი. რაც შეხება გადაწყვეტილებსა და დეტალებს, ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო გიპასუხებთ. კიდევ ერთხელ, სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა ცნობილია. რუსეთის მიმართ სანქციებს ჩვენ არ ვუერთდებით. ამ გადაწყვეტილებამ მოგვიტანა ის, რომ საქართველო არ დადგა ომის რისკის ქვეშ, ეკონომიკური კოლაფსის რისკის ქვეშ და მიიღო კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა შალა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპულმა საბჭომ „მაგნიტსკის სიის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. მისი ინფორმაციით, საბჭოს ამ გადაწყვეტილებას უერთდებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში საქართველო არ არის.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო