„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა კრწანისის რაიონში დასუფთავების აქცია ჩაატარეს

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა კრწანისის რაიონში, გრიგოლ ვოლსკის ქუჩის მიმდებარედ არსებული რეკრეაციული სივრცე დაასუფთავეს. ტერიტორია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ, კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ.

„მოქალაქეებს მუდმივად მოვუწოდებთ, გავუფრთხილდეთ გარემოს, ნუ დავანაგვიანებთ ქალაქს, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ასეთი გამწვანებული ტერიტორიების სისუფთავეზე. დღეს დასუფთავების სამუშაოებში ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 30 თანამშრომელი და ოთხი ერთეული სპეცტექნიკა“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

თბილისის მერიის განმარტებით, სამშენებლო ნარჩენების განთავსების ობიექტი გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია ინერტული ნარჩენის გატანა. ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - www.tbsg.HYPERLINK "http://www.tbsg.ge/"gHYPERLINK "http://www.tbsg.ge/"e

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება