თბილისში „ქეი ეფ სის“ მე-17 რესტორანი  გაიხსნა

„ქეი ეფ სი საქართველო“, რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით მე-17 ობიექტი გახსნა.

„ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი სტუმრებს თბილისში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ (აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ.) უმასპინძლებს.

KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული, საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) კოლონელ ჰარლანდ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში „ქეი ეფ სის“ რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს, კომპანია ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

აღმაშენებლის ხეივანზე სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ მდებარე „ქეი ეფ სი“ იმუშავებს ყოველდღიურად 10 საათიდან - 22:00 საათამდე , მიტანის და თან წაღების სერვისით სარგებლობა ასევე იქნება შესაძლებელი 10 საათიდან - 22:00 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ „ქეი ეფ სის“ რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება