რატი ბრეგაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გახდა შესაძლებელი ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცებულიყო სიმართლე - გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სახელმწიფო ჩართული იყო, როგორც მესამე მხარე

სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გახდა შესაძლებელი ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცებულიყო სიმართლე - კონკრეტულად ამ საქმეში {გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე} სახელმწიფო ჩართული იყო, როგორც მესამე მხარე და ეხმარებოდა მტკიცებულებების მოპოვებაში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ყველა სახელმწიფოთაშორისი სარჩელი მოიგო.

„სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გახდა შესაძლებელი ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცებულიყო სიმართლე. საქართველომ მოიგო ყველა სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, ამავდროულად, სულ ცოტა ხნის წინ განახლდა წარმოება ე.წ. მცოცავი ოკუპაციის საქმეზე. დღეს, სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ოთხოზორიას საქმეზე, რომლის თანახმადაც, სიცოცხლის უფლების დარღვევა დადგინდა და პასუხისმგებლობა დაეკისრა რუსეთს, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის გარემოება, რაზეც სასამართლო საუბრობდა წინა გადაწყვეტილებებში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი დამსახურებაა იმ ადამიანების, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე, კერძოდ, ვგულისხმობ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს. ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ყველა უწყებას, მტკიცებულებების მოძიების საქმეში.

კონკრეტულად ამ საქმეში, სახელმწიფო ჩართული იყო, როგორც მესამე მხარე და ეხმარებოდა მტკიცებულებების მოპოვებაში. ეს გადაწყვეტილება და წარმატებაც განპირობებულია წინა საქმეებით, რომელიც საქართველომ მოიგო“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს, მინისტრის თქმით, ეს სამართლებრივი პროცედურებთან არის დაკავშირებული.

„აღსრულების ნაწილში, რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფო, შედარებით გართულებულია. საბოლოოდ, მაქსიმალურად, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავატარებთ ყველა ღონისძიებას იმისთვის, რომ სამართლიანობა დადგეს, თითოეულ ადამიანს, რომლის მიმართაც დადგინდა, რომ მათი უფლებები დაირღვა, სრული მოცულობით იყოს აღდგენილი. დარწმუნებული ვარ, ამას ერთობლივად შევძლებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს