საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის, ნენსი ფეზერის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნენსი ფეზერი დელეგაციის წევრებთან ერთად შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში, ლევან იზორიამ გააცილეს.

ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, ნენსი ფეზერმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან - ვახტანგ გომელაურთან.

„გერმანიის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა და ნენსი ფეზერმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ქართველი და გერმანელი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს