თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქში საცობების პრობლემების მოგვარებაზე დასვეს შეკითხვები. ისინი დაინტერესდნენ, თუ რა გეგმა აქვს დედაქალაქის მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, ასევე ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხია წინასაახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენება და მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. მათ საკრებულოში უმრავლესობის წევრებს მოუწოდეს, ყველა საკანონმდებლო წინადადება, რაც ამ საკითხებთან მიმართებით არსებობს, დროულად განიხილონ და მიიღონ.

ოპოზიციის წარმომადგენლებს საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ხელაძემ უპასუხა.

„მართლა გგონიათ, რომ საცობები, სატრანსპორტო სიტუაცია, რაც დღეს ქალაქშია, ვინმეს მოსწონს და ამაზე არავინ მუშაობს? ჩვენ დაწყებული გვაქვს ძალიან ამბიციური და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმა. დღევანდელი სიტუაციის გამოსასწორებლად ერთადერთი გზა არის ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა. თუ კერძო ავტომობილებზე დამოკიდებულება არ შემცირდა, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ განვითარდა, ახალი გზები არ მოეწყო და საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოეწყო, გამორიცხულია, ჩვენ შვებას ვერ ვიგრძნობთ. რაც შეეხება რაოდენობას, რა თქმა უნდა, საცობების პირველი გამომწვევი მიზეზი არის მანქანების რაოდენობა. ჯადოსნური ჯოხი არავის გვიჭირავს და ვერავინ გააფართოებს ამ გზებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს