გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ მძიმე დღეშია, რადგან იცის, რომ აუცილებლად დამარცხდება - მისთვის მაშველი რგოლი ივანიშვილის გამოჩენაა, მაგრამ ივანიშვილი ვერც ევროკავშირისკენ სწრაფვას შეაჩერებს და ვერც დიდი გამარჯვების ჟინს

ვერც ერთ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ ვერ დააბრკოლებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ახლა სისტემური მუშაობა და ერთიანობაა აუცილებელი.

„ქართული ოცნება“ მძიმე დღეშია, რადგან იცის, რომ ის აუცილებლად დამარცხდება. მისთვის მაშველი რგოლი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენაა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირისკენ ჩვენს ვერც სწრაფვას შეაჩერებს და ვერც იმ დიდი გამარჯვების ჟინს, რომელიც გვაქვს. ჩვენი გამარჯვება ნიშნავს სწრაფად, სრულუფლებიან წევრობას ევროკავშირში, მშვიდობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას საქართველოში, მათი გამარჯვება ნიშნავს საქართველო - არსაითკენ, ამიტომ ვერც ერთ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ ვერ დააბრკოლებს.

ეს არის მოსამზადებელი ფაზა, აბსოლუტურად ყველა რაიონში ჩავდივართ, რადგან ჩვენი ამოცანა მარტო ამ არჩევნებში გამარჯვება კი არ არის, ჩვენი ამოცანაა სწრაფად ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც სწრაფი რეფორმები სჭირდება და ამას ჭირდება ის, რომ 1:0 რომელიც ახლა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ მოუგო, ბოლომდე მივიყვანოთ. ამისთვის აუცილებელია ერთიანობა და სისტემური მუშაობა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია