შალვა ოგბაიძე - ევროკავშირისკენ სწრაფვა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას არ ნიშნავს, ეს წესებისა და რეგულაციების დანერგვისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულია

საცობებს შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება დავუპირისპიროთ. ევროკავშირისკენ სწრაფვა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას არ ნიშნავს, ეს წესებისა და რეგულაციების დანერგვისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე სატრანსპორტო რეფორმის შესახებ საუბრისას საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ განაცხადა.

„ვიცით, 90-იანი წლების შემდეგ როგორ ივსებოდა ჩვენი ქვეყნის ავტოპარკი. საქართველო ევროპული ავტობაზრის ე.წ. სანიტრად და ძველი ავტომობილების სასაფლაოდ იქცა. ამის შედეგებს ვიმკით დღეს“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

მისივე თქმით, ყოველივეს ემატებოდა გამონაბოლქვი და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

„ვმონაწილეობდი კანონმდებლობის ევოლუციაში, როდესაც აიკრძალა ეთილით, ბარბაროსული მეთოდით საწვავის ე.წ. გაკეთილშობილება და ოქტანური რიცხვის აწევა. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ ხდებოდა, თანდათან აიკრძალება ათ წელზე უფრო ასაკოვანი ავტომობილების ჩამოსვლა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს, რადგან გამონაბოლქვი არ არჩევს პოზიციას და ოპოზიციას და თანაბრად აზიანებს ყველას. გარემოს დაცვა უმნიშვნელოვანესი და ზეპარტიული საკითხია“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

საკრებულოს წევრის განცხადებით, ის პირადად იყო იმ კომისიის წევრი, რომელიც გზებზე ტექდათვალიერების სავალდებულო ინსპექტირების შემოღებას უჭერდა მხარს. ეს ევროკავშირის შესაბამისი იმ დირექტივების მოთხოვნის რეალიზება იყო, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ ხელი 2014 წელს მოაწერა.

„მომავალი წლიდან მეტროსადგურების ჩასასვლელების რეკონსტრუქცია მოხდება, რაც განტვირთავს იმ შეგუბებას, რომელიც დღეს იქ არსებობს. აღარაფერს ვამბობ 18-მეტრიან ავტობუსებზე. გარკვეული პერიოდი სჭირდება ათივე ბასლაინის შეკვრას და ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი მიმართულებით მიმდინარეობს“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება