პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კაჭრეთში, სამუშაო შეხვედრაზე, 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანგარიში კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს და სტატისტიკას, საკანონმდებლო, საზედამხედველო საქმიანობისა და გამოწვევების თაობაზე ინფორმაციას მოიცავს.

„ანგარიშის თანახმად, კომიტეტის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენდა ეფექტიანი საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და სრულყოფა. კომიტეტმა წლის განმავლობაში 46 სხდომა ჩაატარა, განიხილა 308 კანონპროექტი, 26 საერთაშორისო ხელშეკრულება და 4 თემატური მოკვლევა ჩაატარა.

კომიტეტმა ასევე განიხილა 86 საკანონმდებლო ინიციატივა, მათგან 42 საკანონმდებლო ინიციატივაზე კომიტეტი წამყვანი იყო.

წლის განმავლობაში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან 50-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა, 300-ზე მეტი წერილი განიხილეს და საჯარო-კერძო სექტორთან დიალოგი გამართეს. კომიტეტმა სხვადასხვა უწყების 14 ანგარიში მოისმინა.

ანგარიშში ასევე მოიცავს კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმინა. საერთაშორისო საქმიანობის კუთხით, კომიტეტში არაერთი შეხვედრა გაიმართა დიპლომატური კორპუსის, სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის შეფასებით, 2023 წელი აქტიური და შედეგიანი იყო. მან კომიტეტის საქმიანობის ეფექტურად განხორციელების საკითხში ჩართულ მხარეებს, კომიტეტის წევრებს და აპარატის თანამშრომლებს ნაყოფიერი და ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომიტეტმა, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ასევე იმსჯელა 2024 წლის საქმიანობის სამოქმედო გეგმის თაობაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი, კონკურენციის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი სერგო სანიკიძე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი ვანო მახარაძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროგრამის - ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II- ის (AA Facility) დახმარებით გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო