ლევან დავითაშვილი - ბიზნესის სექტორს აქვს ნდობა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და შესაბამისად, აქტივობაც ძალიან მაღალია

ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში ბიზნესის სექტორს აქვს ნდობა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და შესაბამისად, აქტივობაც ძალიან მაღალია. შარშანდელთან შედარებით, ბიზნესსსექტორის გამოშვება 12%-ით არის გაზრდილი და ჩვენი მოლოდინია, რომ ეს დინამიკა მომავალ წელსაც შენარჩუნდება. ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ გვქონდეს ეკონომიკური ზრდა, რომელიც პირდაპირ დასაქმებაში, შემოსავლებში აისახება და ამაზე დეტალურად იყო ინფორმაცია წარმოდგენილი პრემიერის ანგარიშში”,- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 2023 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის ანგარიშის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილი იყო ძალიან ბევრი კონკრეტული რეიტინგი, რომელიც ადასტურებს, რომ საერთაშორისო კომპეტენტური შემფასებლების მიერ შეფასებულია საქართველოს პროგრესი - საუბარია როგორც დემოკრატიის მმართველობის კუთხით ინდექსებში პროგრესზე, ასევე საქართველოს პროგრესზე ეკონომიკური კუთხით.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ზოგადად, საქართველო სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით უსწრებს არამხოლოდ აღმოსავლეთის, არამედ, მრავალი რეიტინგის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებსაც.

„ბოლო ინფორმაცია, რაც დეკემბერში გახდა ცნობილი, OECD-ის მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსია, სადაც საქართველო კვლავაც ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ჩვენი ქვეყანა წინა შეფასებებითაც ლიდერი იყო, მაგრამ კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას და 12 მნიშვნელოვანი ინდიკატორიდან 11-ში პირველ ადგილზეა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სტაბილური გარემოს პროგნოზირებადობა უმნიშვნელოვანესი მესიჯებია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტორებისთვის, თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტრუქტურული მესიჯები, როგორიც არის კაპიტალის ბაზრის განვითარება, ადმინისტრირების გაუმჯობესება, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს