კახაბერ ლაბუჩიძემ დედაქალაქში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, 2023 წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბიუჯეტი 3 მილიონ 508 ათასი ლარით განისაზღვრა და 2024 წელს შენობის რეაბილიტაცია დასრულდება.

შესაბამისი განცხადებით ლაბუჩიძე წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე განათლების და კულტურის მიმართულებით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ განცხადებებს გამოეხმურა.

,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასეთი ფართომასშტაბიანი სამუშაოების საშუალებით 80-წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის ცენტრი სრულად აღდგება, რათა მომდევნო თაობას შევუნარჩუნოთ ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც დღესდღეობით 5000-ზე აღსაზრდელს ემსახურება’’, - აღნიშნა კახაბერ ლაბუჩიძემ.

ის ასევე ოპოზიციის მხრიდან საკრებულოს სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც 2026 წლამდე ქვეყნის მასშტაბით 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას შეეხება.

,,სრულიად განახლებული ინფრასტრუქტურით, როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებით, ასევე სკოლებით შევალთ ევროკავშირში’’, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება