ხავიერ კოლომინა - არსებობს გაუმჯობესებისთვის სივრცე და გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისთვის ბიძგის მიცემას, რომ რეფორმები იქნას გატარებული

ჯერ კიდევ ვხედავთ, რომ აშკარად არსებობს გაუმჯობესებისთვის სივრცე, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურების ზედამხედველობაში, სასამართლო რეფორმაში, დეპოლარიზაციაში, დეოლიგარქიზაციაში, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ვიცით, რომ ქართველებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმებში. ჯერ კიდევ ვხედავთ, რომ აშკარად არსებობს გაუმჯობესებისთვის სივრცე, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურების ზედამხედველობაში, სასამართლო რეფორმაში, დეპოლარიზაციაში, დეოლიგარქიზაციაში.

ყველა ეს ასპექტი, როგორც ხედავთ, 9 ნაბიჯის ნაწილია, რომლებშიც ევროკავშირი ქართველებისგან მეტის გაკეთებას ელის. გვჯერა, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულდა, ზოგიერთში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებები, მაგრამ, როგორც ვთქვი, არსებობს გაუმჯობესებისთვის სივრცე და გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისთვის ბიძგის მიცემას, რომ ეს რეფორმები გატარებულ იქნას.

ამავე დონეზე გვჯერა, რომ ევროკავშირი ძალიან ახლოდან დააკვირდება 9 ნაბიჯის შესრულების პროცესს და იმ რეფორმებს, რომლებიც ვახსენე”, - განაცხადა კოლომინამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს