მედიაციის კვირეულის ფარგლებში ყოველწლიური ინტერდისციპლინური ფორუმი „მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა მესამე ინტერდისციპლინური ფორუმი -„მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივა“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ავრცელებს.

მოწოდებული ინფორმაციით, ფორუმი მიმდინარეობდა პანელური დისკუსიის რეჟიმში, რომელსაც მოდერირებას უწევდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.

„საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფორუმის წევრებს მიესალმა ლევან ასათიანი - გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი, თამილა ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე ნანდოშვილი - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე, ლადო ხელაძე - სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს უფროსი, რაისა ლიპარტელიანი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ელგუჯა მელაძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს პროკურატურის, განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის წარმომადგენლებმა.

ფორუმზე მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს შრომითი და კომერციულ დავების ეფექტურად გადაწყვეტაში მედიაციის როლზე, მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ბიზნეს სექტორში მედიაციის მნიშვნელობას. მონაწილეებმა აგრეთვე ისაუბრეს სანოტარო მედიაციის განვითარების საჭიროებებზე და საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლების მიზნით მის პოპულარიზაციის გზებზე. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება