სავაჭრო პალატა კომპანიებს ეხმარება პროფესიულ განათლებაში ჩაერთონ

საქართველოს სავაჭრო პალატის, უნარების სააგენტოსა და UNDP-ის მიერ ერთობლივად პროფესიულ განათლებაში ჩართული კომპანიების ინსტრუქტორების მომზადების სტანდარტი შემუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში, პედაგოგიური და მეთოდოლოგიური მიმართულებით, სტანდარტის შესაბამისად კომპანიის ინსტრუქტორები გადამზადდნენ.

პალატის გენერალური დირექტორის მოადგილის, მაგდა ბოლოთაშვილის განცხადებით, კომპანიების ინსტრუქტორების გადამზადება სტანდარტის შესაბამისად გაგრძელდება, რაც ინსტრუქტორებს მისცემს შესაძლებლობას, უზრუნველყონ პრაქტიკული ცოდნის გაზიარება კომპანიის ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და სრულფასოვნად ჩაერთონ პროფესიული განათლების სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დაგეგმვა-განხორციელებისა და შეფასების პროცესში.

"თავის მხრივ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქვეყანაში შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისი სამუშაო ძალის განვითარებას. სავაჭრო პალატა რეგულარულად განახორციელებს აღნიშნულ პროგრამას და უახლოეს კურსს 2024 წლის იანვრიდან დააანონსებს”, - განაცხადა მაგდა ბოლოთაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს