ნიკოლოზ კახეთელიძე - ბიუჯეტიდან თანხა განსაზღვრულია მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის სწორი მართვისთვის

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, ნიკოლოზ კახეთელიძის განცხადებით, ბიუჯეტიდან თანხა განსაზღვრულია მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის სწორი მართვისთვის.

ამის შესახებ კახეთელიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

საკრებულოს წევრმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანს აქვს ინფორმაცია, თუ რაში იხარჯება გაზრდილი ბიუჯეტი.

„ბიუჯეტში თანხა ამ მიმართულებით განსაზღვრულია ახალი ლაბორატორიების, საოპერაციოების შექმნისთვის. ჩვენ და თბილისის მერიას გვაქვს შემუშავებული სტრატეგია, ასევე ურთიერთობა საერთაშორისო კომპანიებთან და შესაბამისი მითითებებით ვმოქმედებთ. შექმნილია სათანადო კომისია და შეგიძლიათ გააკონტროლოთ, რამდენად ასრულებენ ისინი დაკისრებულ მოვალეობას.

შეგახსენებთ, რომ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დაფინანსება გაორმაგებულია, რაც ხელს შეუწყობს მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის სწორ მართვას, ვაქცინაციას, სტერილიზაციას და ა.შ. ეს პროცესი ეტაპობრივად მიიწევს წინ “, - განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს