დიმიტრი ქუმსიშვილი - „პეისერა ბანკი“ საქართველოში ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ქართულ საბანკო ანგარიშთან ერთად მომხმარებელს ევროპულ საბანკო ანგარიშს უხსნის

„პეისერა ბანკი“ არის ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ქართულ საბანკო ანგარიშთან ერთად მომხმარებელს უხსნის ევროპულ საბანკო ანგარიშს, - ამის შესახებ „პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმეში“ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, აღნიშნული შესაძლებლობით „პეისერა ბანკმა“, პრაქტიკულად, ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში ქვეყნის ინტეგრაცია შეძლო. ეს ნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ნებისმიერ ქართულ კომპანიასა თუ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს შეუძლია „პეისერა ბანკში“ გახსნას ევროპული ანგარიში და ყველა ის ბენეფიტი მიიღოს, რომელიც მას ექნებოდა ევროკავშირში ანგარიშის გახსნისას - მათ შორის, არის ევროს მყისიერი გადარიცხვები.

„ზუსტად ერთი წლის წინ ორი მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა: ერთი - პირადად ჩვენთვის, მეორე ქვეყნისთვის - ქვეყანამ შეიტანა განაცხადი, რომ გამხდარიყო SEPA-ს, ევროს ერთიანი გადახდის სივრცის წევრი და ამ დროს ჩვენ ავიღეთ ლიცენზია. ივნისში, ჩვენ დავიწყეთ ოპერირება და პრაქტიკულად შევთავაზეთ ქართველ მომხმარებელს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს SEPA და SEPA Instant-ით სარგებლობის შესაძლებლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის მერე, საქართველო მთლიანად შევა SEPA-ში, თუმცა დღესვე “პეისერა ბანკის” მეშვეობით ეს მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია ყველასთვის. განსხვავება საერთაშორისო გადარიცხვასა და ლარის გადარიცხვას შორის ჩვენს სისტემაში არ არის. იმდენად მოხერხებულია და იმდენად მარტივია გადარიცხვა ევროში დღეს ჩვენი სისტემის მეშვეობით, როგორიც ეს არის ლარში. არანაირი შუამავალი ბანკის მითითება არ არის საჭირო, რაც გამორიცხავს შეცდომის დაშვების ალბათობას და იძლევა საშუალებას, რომ ძალიან სწრაფად მიიღოს თქვენმა კონტრაგენტმა თანხა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება