ვოლოდიმირ ზელენსკი - დარწმუნებული ვარ, აშშ არ გვიღალატებს

დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვიღალატებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას - ძალიან ძლიერად ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვიღალატებს, და იმას, რაზეც შევთანხმდით, აშშ ბოლომდე შეასრულებს…

ველით ამ დახმარებას, მათ დეტალები იციან, რისთვისაა ეს საჭირო, როგორ იმოქმედებს ეს, მათ იციან როგორ იმოქმედებს ამა თუ იმ თარიღების გადატანა”, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მას საუბარი ჰქონდა ორივე პარტიის წარმომადგენლებთან.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის დამარცხებაზე არაფერია სასაუბრო, ვინაიდან, 2023 წლისთვის რუსეთმა არც ერთ თავის მიზანს ვერ მიაღწია.

“რაც შეეხება ბრძოლის ველს… ამ წლის განმავლობაში რუსეთმა ვერცერთ შედეგს ვერ მიაღწია. 2023 წელზე ვსაუბრობ. ვერცერთ მიზანს… [უკრაინის] დამარცხებაზე არაფერია სასაუბრო. რუსეთმა ვერცერთ გამარჯვებას ვერ მიაღწია, რა სამი დღე? - ორი წელი”,- განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს