ვოლოდიმირ ზელენსკი - ორბანთან შეხვედრის ორგანიზება მსურს, მიუხედავად იმისა, რომ კიევისადმი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია

ორბანთან შეხვედრის ორგანიზება მსურს, მიუხედავად იმისა, რომ კიევისადმი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან მის რამდენიმე შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან არასდროს არ ულაპარაკია “ცეცხლის შეწყვეტაზე ან პუტინთან დიალოგზე”.

“შესაძლოა, მას ეს თემები წამოუწევია თავის მეგობრებთან, ევროკავშირის ლიდერებთან ან სადმე საზღვარგარეთ, აშშ-ში. ჩემთვის ეს ცოტათი უცნაურია, ვინაიდან, ხანდახან ჩვენდამი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია. და ეს ფაქტი მას ჩემგან მოუსმენია. ბევრი კითხვა მქონდა მასთან”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა გარკვეულ კითხვებზე პასუხებს ეძებს და ამისთვის უნგრულ მხარესთან შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს.

“წინა ჯერზე, არგენტინაში, ორბანს ვუთხარი: “ვიქტორ, ერთი მიზეზი მაინც მომეცი ევროკავშირში მხარს რატომ არ გვიჭერთ?” მან ვერ შეძლო თქმა... და მეორე, ვკითხე მას, რატომ არ შეგვიძლია ჩვენს შორის ოფიციალური შეხვედრის ორგანიზება? და მან ასევე ვერ შეძლო პასუხის გაცემა”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის