დიმიტრი ქუმსიშვილი - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ევროკავშირიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და მასთან სავაჭრო ბრუნვის ზრდა მოჰყვება

„პეისერა ბანკის“ გენერალური დირექტორის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, სხვა ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მომავალი 6-7 წლის განმავლობაში, როგორც სავაჭრო ბრუნვა, ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს.

ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების გამარტივების მიზნით „პეისერა ბანკი“ თავის მომხმარებელს უპრეცედენტო შეთავაზებას უკეთებს და შესაძლებლობას აძლევს ევროპაში ევრო საკომისიოს გარეშე გადარიცხონ.

„ცხადია, ამ შეთავაზებით "პეისერა ბანკის" მომხმარებელ იურიდიულ პირებთან ერთად ფიზიკური პირებიც ისარგებლებენ, მაგრამ რადგანაც იურიდიულ პირებს გაცილებით მეტი აქვთ ტრანზაქციები და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მათი ტრანზაქციები მეტ გავლენას ახდენს, ამ შეთავაზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ კერძო სექტორისთვის ექნება”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებს.

„მოლოდინი რომელიც გვაქვს, არის კონკრეტულ ფაქტებზე დამყარებული - რამდენიმე ქვეყნის მაგალითს მოვიყვან და სწორედ აქედანაა ჩვენი მონდომება, რომ მეტად და მეტად შევუწყოთ ხელი ამ სავაჭრო ბრუნვას. მაგალითად, როდესაც პოლონეთმა მიიღო კანდიდატის სტატუსი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროპიდან 4-ჯერ გაიზარდა, სავაჭრო ბრუნვა - 10-ჯერ, 15 მილიარდიდან 150 მილიარდამდე და ევროკავშირმა თავისი დახმარების ფარგლებში 30 ათასზე მეტი პროექტის დააფინანსა, რაც ჯამში, 68 მილიარდი დოლარი იყო.

რუმინეთში, 4,5-ჯერ გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროპიდან -1 მილიარდიდან 4,4 მილიარდამდე, ამავე დროს, 8-ჯერ გაიზარდა ექსპორტი რუმინეთიდან ევროკავშირის მიმართულებით- 2 მილიარდიდან 16 მილიარდამდე. გახუთმაგდა ფულადი გზავნილები - პოლონეთის შემთხვევაში 300 მილიონიდან მილიარდ- ნახევრამდე გაიზარდა, ხოლო რუმინეთის შემთხვევაში - 15-ჯერ, 200 მილიონიდან 3 მილიარდამდე. აქედან გამომდინარე, მოლოდინი, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან დაახლოების და მათ შორის, კანდიდატის სტატუსის შემდგომ არის ის, რომ სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ტექნიკური დახმარება ევროპიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება - ხორვატიაში ასეთი დახმარება იყო 8 მილიარდი და ასევე სხვა ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ძალიან დიდია ეს დახმარება. სწორედ ამ ტრანზაქციების ფასილიტაციის ნაწილში ჩვენ „პეისერა ბანკ-საქართველოს“ ვხედავთ ყველაზე კარგ ფინანსურ შუამავლად, რომლის მეშვეობითაც ტრანზაქციის სისწრაფე არის გარანტირებული, გარანტირებულია მოხერხებულობა და როგორც გითხარით, ჩვენ შემდეგი სამი თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე გავაკეთებთ გადარიცხვებს.

2022 წელს ევროპასთან ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ 900 მილიონს ასცდა, საიდანაც 860 მილიონ ევროზე მეტი იყო ჩვენი ექსპორტი. იმავე სტატისტიკას რომ შევხედოთ, რაც მე სხვა ქვეყნებიდან მოგიყვანეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ 7 წელიწადში 5 მილიარდს უნდა გადასცდეს მარტო ჩვენი ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ევროპიდან ჩვენ შარშან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის მილიარდი მივიღეთ, 960 მილიონ დოლარზე მეტი, შესაბამისად, იგივე სტატისტიკას რომ გავყვეთ, რაც სხვა ქვეყნებში მოხდა, გამოდის, რომ 6-7 წელიწადში აღნიშნულმა ასევე 6 მილიარდს უნდა გადააჭარბოს. ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ ვართ და რა მოლოდინებიც გვაქვს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე