ისააკ ჰერცოგი - ისრაელი, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის მზადაა

ისრაელი მზად არის „ჰამასთან” ბრძოლაში მეორე პაუზისთვის, ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა 80-მდე ქვეყნის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მძევლების ჯგუფში არის ათობით ჰუმანიტარული შემთხვევა – როგორიცაა ჩვილები, მოხუცები, ავადმყოფები, დაჭრილები და, რა თქმა უნდა, ბევრი ქალი. შემიძლია გავიმეორო ის ფაქტი, რომ ისრაელი მზადაა მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის და დამატებითი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს მძევლების გათავისუფლება. პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება [ღაზაში „ჰამასის“ ხელმძღვანელს იაჰია] სინვარს და „ჰამასის“ ხელმძღვანელობას“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

ცნობისათვის, ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში, ამ დროისთვის, 130-მდე მძევალი იმყოფება. 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს „ჰამასმა“ ისრაელიდან 240-ზე მეტი მძევალი გაიტაცა. ნოემბრის ბოლოს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ერთკვირიანი ზავის დროს „ჰამასის“ ტყვეობიდან 105 მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება