დონალდ ტრამპს კოლორადოს პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა

აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს, აშშ-ის კონსტიტუციის მე -14 შესწორების საფუძველზე, არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. სასამართლომ მხარი დაუჭირა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის ამბოხებაში და ასევე გააუქმა მისი დასკვნა, რომ აკრძალვა არ ეხება პრეზიდენტს.

CNN-ი იუწყება, რომ შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კოლორადოს, მაგრამ აუცილებლად გავლენას მოახდენს 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე. განჩინება 4 იანვრამდე, გასაჩივრებამდე შეჩერდება.

კოლორადოს საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საკითხი 5 იანვრამდე უნდა მოგვარდეს, რომელიც არის კანონით დადგენილი ვადა „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზის კანდიდატთა სიის დასადგენად. ცნობისათვის, აშშ-ში სამოქალაქო ომის შემდეგ რატიფიცირებულ მე-14 შესწორებაში აღნიშნულია, რომ თანამდებობის პირებს, რომლებიც ფიცს დებენ კონსტიტუციის წინაშე, ეკრძალებათ თანამდებობის დაკავება, თუ ამბოხებაში მონაწილეობდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება