გაერო-ს უშიშროების საბჭოში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა დღეს გაიმართება

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციაზე სამშაბათისთვის დაგეგმილი კენჭისყრა ოთხშაბათამდე გადადო, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კენჭისყრა თავდაპირველად ორშაბათს იყო დაგეგმილი, თუმცა, მოლაპარაკებებისთვის მეტი დროის დათმობის მიზნით, სამშაბათამდე გადაიდო.

დიპლომატების თქმით, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს რეზოლუციის პროექტზე, რომელიც, თავდაპირველად მოიცავდა მოწოდებას ღაზაში საჭირო დახმარების შეტანის მიზნით საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

აშშ აცხადებს, რომ გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად კონსტრუქციულად თანამშრომლობს სხვა წევრებთან. მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, დაუჭერს თუ არა შეერთებული შტატები მხარს რეზოლუციის პროექტს, გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდსმა განაცხადა: „ჩვენ კვლავ ვმუშაობთ ტექსტზე სხვა მოთამაშეებთან ერთად და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო და ვთქვა, სად ვართ ამ ეტაპზე. მოდით ვნახოთ, როგორ წარიმართება დისკუსიები“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს