ანა კობახიძე - ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევისთვის გაწერილ ახალ პროცედურას ვენეციის კომისია დამაბნეველს უწოდებს

ვენეციის კომისია თავმჯდომარისა და წევრების არჩევისთვის გაწერილ ახალ პროცედურას დამაბნეველს უწოდებს და ამბობს, რომ არსებობს საფრთხე, ისევ ერთი პარტიის მიერ შერჩეული თავმჯდომარე და წევრები მივიღოთ, - ასე გამოეხმაურა ცესკო-ს წევრი „სტრატეგია აღმაშენებლიდან” ანა კობახიძე ვენეციის კომისიის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნას.

მისი თქმით, თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი ბუნდოვანია, რასაც ვენეციის კომისიის აღნიშნული განცხადება პირდაპირ ცხადყოფს.

„ვენეციის კომისიის და ODIHR დასკვნაში რამდენიმე პუნქტში ხაზგასმით არის ნახსენები დაბალი ნდობა საზოგადოებაში საარჩევნო პროცესის და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ამომრჩევლების მხრიდან. ამას მოწმობს ასევე ბოლო წლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც. რეკომენდაციაში საუბარია, რომ რეფორმა უნდა მოიცავდეს წინა წლების რეკომენდაციების გათვალისწინებას, იგი უნდა იყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე, რაც შემდგომ უზრუნველყოფს სწორედ ნდობის დაბრუნებას.

რაც შეეხება თავმჯდომარისა და წევრების არჩევისთვის გაწერილ ახალ პროცედურას, კომისია დამაბნეველს უწოდებს და პირდაპირ ამბობს, რომ არსებობს საფრთხე, ისევ ერთი პარტიის მიერ შერჩეული თავმჯდომარე და წევრები მივიღოთ.

გაცემულ რეკომენდაციაში პირდაპირ წერია, რომ ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტს უნდა დავუბრუნდეთ, სადაც კარგად არის გაწერილი, როგორ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობებზე კონსესუსური პირები გვყავდეს”, - განაცხადა კობახიძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება