მედია - „ჰამასის“ მეთაური, ისმაილ ჰანიე ეგვიპტეში მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს

„ჰამასის“ მეთაური, ისმაილ ჰანიე ეგვიპტეში მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო AFP-ი ავრცელებს.

AFP-ის ცნობით „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი, კატარიდან ეგვიპტეში მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება და ეგვიპტის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებისთვის ახალი შეთანხმების მიღწევის შესახებ გამართავს მოლაპარაკებებს.

ეგვიპტეში გამგზავრებამდე, ისმაილ ჰანიე დოჰაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს შეხვდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!