მაიკლ ჰერცოგი - ისრაელი მზად არის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზაში ბრძოლა შეაჩეროს

ისრაელი მზად არის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზაში ბრძოლა შეაჩეროს, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა აშშ-ში, მაიკლ ჰერცოგმა განაცხადა.

„ისინი იმედოვნებდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხანგრძლივი იქნებოდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იმ ზეწოლის პირობებში, რომელშიც ჩვენ ადგილზე ვიმყოფებით, დამატებით კატარის ზეწოლის ფონზე, ისინი შეთანხმების პირობებს დათანხმდებიან, მაგრამ ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა მაიკლ ჰერცოგმა.

მაიკლ ჰერცოგმა აღნიშნა, რომ ახლა „ჰამასს“ უფრო ფართო მოთხოვნები აქვს.

ცნობისთვის, აშშ-ში ისრაელის ელჩის ძმამ და ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა ელჩებთან შეხვედრაზე მსგავსი განცხადება გააკეთა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება