ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ე.წ. პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბსა და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, აბესალომ კვარჩიას დაავალა, რომ ყველა საჭირო პირობა მოამზადონ, რათა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებმა რუსეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლონ.

„აფხაზი ხალხი დიდ პატივს სცემს და თანაგრძნობას გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება