გიორგი პერტაიამ და ინდონეზიის ელჩმა საქართველოში ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტისა და ბიზნეს ფორუმების დაგეგმვის საკითხები განიხილეს

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ ინდონეზიის ელჩს საქართველოში არიეფ მუჰამედ ბასალამას უმასპინძლა.

როგორც სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ექსპორტ-იმპორტისა და საქართველოსა და ინდონეზიაში ერთობლივი ბიზნეს ფორუმების გამართვის საკითხებზე.

„მხარეებმა, ასევე განიხილეს ორი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრას, ინდონეზიის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი სვანიძე,

თბილისის გაფართოების ოფისის უფროსი და მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ტორანგ პაკპაჰანუ და ატაშე პროტოკოლისა და საკონსულო საქმეთა/ საინფორმაციო და სოციალურ -კულტურულ საკითხებში, მონიტა მაულიდა პურბა ესწრებოდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება