გივი მიქანაძე - საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი წარმოდგენილი არ არის

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი წარმოდგენილი არ არის - სამართლებრივი არგუმენტების გარეშე იმის დაწერა, რომ 19 აპრილის სქემას დავუბრუნდეთ, გამართლებული არ არის, - აღნიშნულ შეფასებას "ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე აკეთებს.

მიქანაძის განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების არჩევასთან დაკავშირებული სისტემა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პარლამენტში იმიტომ გადმოვიდა, რომ სისტემა ჩიხში შევიდა და საერთოდ ვეღარ ფუნქციონირებდა.

„ვენეციის კომისია სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევასთან დაკავშირებით დავუბრუნდეთ მოცემულობას, როგორც ეს 19 აპრილის შეთანხმებაშია გაწერილი.

დასკვნასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს, რადგან პროცესი დეტალურად და არგუმენტირებულად ავხსენით.

ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ იმის თაობაზე თუ რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების შერჩევის პროცესი პრეზიდენტიდან პარლამენტში გადმოსულიყო. პრეზიდენტმა პროცესი ჩიხში შეიყვანა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს დემარში, რათა პრეზიდენტის კომისიაში მონაწილეობა არ მიეღოთ. პროცესი წინ იმის გამოც ვერ წავიდა, რომ 5 თვის განმავლობაში გამოცხადებულ კონკურსზე, უნდობლობიდან გამომდინარე განაცხადი ერთმა ადამიანმაც კი არ შეიტანა.

ინერგება რა ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც ხმის მიცემას ელექტრონული აპარატების მეშვეობით ითვალისწინებს, საჭიროა ცესკოს გამართული ადმინისტრაცია ჰყავდეს. ამისთვის იყო საჭირო ცვლილებები, რომელიც მეტ გამჭვირვალობას და ინკლუზიურობას მოიცავს.

ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტი საერთოდ არ არის წარმოდგენილი და საუბარია იმაზე, რომ ორიენტირი 19 აპრილის სქემაზე გაკეთდეს", განაცხადა გივი მიქანაძემ.

ვენეციის კომისია და ოდირი საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებზე წერს, რომ შეთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება