ლენტეხის მერია - საახალწლო სამზადისი მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს

საახალწლო სამზადისი ლენტეხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. რამდენიმე დღეა ლენტეხის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო განწყობაა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტს საახალწლო ილუმინაციები საჩუქრად გადაეცა.

„მერიის წინ მდებარე თენგიზ გაზდელიანის სახელობის ცენტრალური მოედანი, თამარ მეფის ქუჩა და ამ ქუჩაზე არსებული სკვერები სრულიად ახალი დიზაინით, საახალწლო განათებებით და დეკორაციებით მოირთო. ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა საახალწლო ილუმინაციები დაიდგა. მომდევნო დღეებში საახალწლო განათებების მონტაჟი კვლავ გაგრძელდება და ცენტრალურ მოედანზე 23 დეკემბერს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაგვირგვინდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა