თელავში საახალწლო სამზადისი გრძელდება

თელავში საახალწლო სამზადისი გრძელდება. ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნაძვის ხის მოწყობა დასრულების ეტაპზეა ალაზნის გამზრისა და კავკასიონის ქუჩის კვეთაზე მდებარე სკვერშიც.

„2024 წელს თელავი ახალი ნაძვის ხითა და ილუმინაციებით შეხვდება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის თელავს, საჩუქრად ახალი ილუმინაციები გადაეცა, რომლებიც მთავარ მოედანზე, ასევე ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში განთავსდა.

უკვე დასრულებულია ქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა, ნაძვის ხეები განთავსდა ასევე სოფლებში ჯუღაანსა და წინანდალში.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ცენტრალურ მოედანზე 23 დეკემბერს გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა