ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრამის“ არხი RESPUBLICA ავრცელებს.

თავდაპირველად, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის ახალ წლამდე შესაძლო გადაცემის შესახებ ინფორმაცია „ნუჟნაია გაზეტამ“ გაავრცელა.

„ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმება პარლამენტში დაბრუნდა. აღმასრულებელი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საზოგადოების აღშფოთება მხოლოდ კოორდინატების კორექტირებას უკავშირდება და ახალი წლის დადგომამდე შეთანხმების მიღწევას ლობირებს“, - აცხადებს „ნუჟნაია გაზეტა“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ კოორდინატებთან დაკავშირებული შეცდომები გამოსწორდა და ახალი დოკუმენტი უკვე გაიგზავნა.

ცნობისთვის, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მომზადებულ შეთანხმებაში აგარაკისა და მიმდებარე წლების ტერიტორიების აღმნიშვნელ კოორდინატებში შეცდომები იყო დაშვებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება