„ქართულ ოცნებაში“ „გაუგებარს“ უწოდებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მთავრობის ხელმძღვანელის ნაცვლად, პარლამენტმა უნდა დანიშნოს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე „გაუგებარს“ უწოდებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მთავრობის ხელმძღვანელის ნაცვლად, პარლამენტმა უნდა დანიშნოს.

მიქანაძის შეფასებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ აქტიური ფუნქციონირება სექტემბრიდან დაიწყო და ბიუროს ხელმძღვანელი აქტიურად არის ჩართული კომპეტენციით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში.

მიქანაძის თქმით, „კითხვის ნიშანი ბიუროს ხელმძღვანელთან და მისი არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით არ არსებობს“.

„დღემდე არ მსმენია, რომ ბიუროს რაღაც არ განეხორციელებინოს ან რასაც აკეთებს, მასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებია.

საკითხზე ვიმსჯელებთ და კიდევ უფრო დეტალურად განხილავთ, თუ რა სამართლებრივი არგუმენტები არსებობს კონკრეტული რეკომენდაციის ირგვლივ.

თებერვლამდე საკმარისი დროა, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ ოდირის რეკომენდაციები კიდევ უფრო დეტალურად და სიღრმისეულად განვიხილოთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება