პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ ინსტიტუციის გენერალურ მდივანთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა ბრიუსელში, „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ (European Data Protection Supervisor) ინსტიტუციის გენერალურ მდივანთან, ლეონარდო სერვერა ნავასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ ინსტიტუციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, ასევე, ევროინტეგრაციის გზაზე აღნიშნული ორგანოს მხარდაჭერა სამსახურისადმი, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესში.

„შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ ინსტიტუციის გენერალური მდივნის აპარატის უფროსი - სონია პერეზ რომერო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აპარატის უფროსი - ნიკოლოზ პოპიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ანა თოხაძე.

„ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველი“ არის ევროპის ინსტიტუცია, რომელიც მონიტორინგს უწევს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ დებულებათა გამოყენებას და მისი მთავარი ფუნქცია გახლავთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ორგანოებზე ზედამხედველობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს