მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი განმარტავს, „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ფარგლებში რომელ პრეპარატებზე მიიღებენ ბენეფიციარები 100%-იან დაფინანსებას

ქალაქ თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის განცხადებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები 4 ძირითადი მედიკამენტზე მიიღებენ 100%-ით დაფინანსებას.

მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტებია - „ჰერცეპტინი“, „პერტუზუმაბი“ („პერჯეტა“), „ფესგო“, „ლაპატინიბი“.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „ძუძუს კიბოს მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამაში. ამ პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 4 ძირითადი მედიკამენტი. ეს არის: „ჰერცეპტინი“, „პერტუზუმაბი“ („პერჯეტა“), „ფესგო“, „ლაპატინიბი“.

შესაბამისად, ყველა ადამიანს დაუფინანსდება 1-ელი იანვრიდან 100%-ით. ამ შემთხვევაში თითოეულ პაციენტი საჭიროებიდან გამომდინარე, რაც „გაიდლაინებით“ არის დადგენილი, მას უფინანსდება მთლიანად 18 გადასხმა, როგორც ადრეულ სტადიაზე, ასევე მეტასტაზურ შემთხვევაში ანუ ორივე შემთხვევაში ხდება 100%-ით დაფინანსება საჭიროებიდან გამომდინარე მედიკამენტების.

დღემდე სოციალურად დაუცველებს უფინანსდებოდათ 100%-ით, ხოლო ყველა სხვა დანარჩენს უფინანსდებოდა 80%-ი, ხოლო 1-ელი იანვრიდან, 100%-ით მოხდება მათი დაფინანსება, იგივე პროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში, ვინაიდან მოხდა ფასების კორექტირება, შემცირება მედიკამენტის ფასების და ამან საშუალება მოგვცა, რომ ჩვენ 100%-მდე აგვეწია, ეს დაფინანსება.

ამ პროგრამით 2023 წელს 200-მდე ბენეფიციარი სარგებლობდა. იქიდან გამომდინარე, როგორც იქნება დანიშნულება საჭიროებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გაგრძელდება 2024 წელსაც“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს