გიორგი ბოტკოველი - დასკვნა, რაც ვენეციის კომისიამ დადო, ამაზე ჩვენ და სრულიად ოპოზიცია საუბრობდა

„ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივნის გიორგი ბოტკოველის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნა საკმაოდ კრიტიკულია. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ეს დასკვნა აჩვენებს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ღარიბაშვილმა საკუთარი დავალებების შესასრულებლად დანიშნა.

„დასკვნა, რაც ვენეციის კომისიამ დადო, ამაზე ჩვენ და სრულიად ოპოზიცია საუბრობდა. ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა ღარიბაშვილის პორტფელში და ჯიბეში, ამას დადასტურება არ სჭირდება. არ ჩატარებულა არანაირი კონკურსი, არავითარი რეალური საქმიანობა არ გაწეულა ამ მიმართულებით, ღარიბაშვილმა დანიშნა ის ადამიანი, ვინც მისი დავალებების შემსრულებელი იქნება. ასევე, ივანიშვილის ყველა დავალების შემსრულებელი. რასაც ვხედავთ, რეალური გადადგმული ნაბიჯი ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან არ დაგვინახავს. მხოლოდ ვხედავთ დაფინანსებულ სტატუსებს ვიზიტებთან დაკავშირებით. რეალურად, თუ ქვეყანაში ანტიკორუფციულ ბიუროს საქმე არ აქვს, ეს კიდევ უფრო კატასტროფაა. თუ ქვეყანაში ყველაზე მეტად არის რამე გამეფებული, ეს არის კორუფცია, რომელშიც უმაღლესი თანამდებობის პირები არიან ჩართული", - განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ არსებული ინსტიტუციური პროექტი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი დონის თანამდებობის პირების ქონებრივი და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგთან დაკავშირებით მისი კომპეტენციები კანონში დამატებით გარანტიების შეტანას მოითხოვს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს