მიხეილ სააკაშვილი - თითოეული ადამიანი უნდა დავირაზმოთ, უცხოეთშიც და საქართველოშიც - ყველანაირი წყენა და პირადი გარჩევები გვერდზე უნდა გადავდოთ

ჩვენმა ხალხმა ქვეყანას უნდა კრას ხელი და წინ უბიძგოს, საქართველო არჩევნების შემდეგ, 4 წელიწადში ევროკავშირის წევრი იქნება - საერთოდ არ ვაპირებ რუსეთისკენ გახედვას, ჩვენი ამოცანაა ევროპისკენ ყურება და იქიდან ვეღარავინ გამოგვქაჩავს უკან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო „სამეულში“ უპირობო ლიდერი იყო, ახლა კი მაჩანჩალას მდგომარეობაში ვართ და „ამ ურიკას წინ მთელი ძალით ისევ ხალხი აწვება“.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ახლა ერთიანობის დროა და ყველანაირი წყენა გვერდზე უნდა გადადონ, რადგან საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება.

„ჩვენ ახლა თითოეული ადამიანი უნდა დავირაზმოთ - უცხოეთშიც და საქართველოშიც. ახლა არის ერთიანობის დრო. ყველანაირი წყენა და პირადი გარჩევები გვერდზე უნდა გადავდოთ, რადგან საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება. ამას გეუბნებით მე - მიშა სააკაშვილი, რომელმაც საქართველოსთვის თავი გადადო და გასწირა.

ახლა ჩვენი რიგია, დავდგეთ ისევ ლიდერების პოზიციებში, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი. გაიხსენეთ ეს დრო. ჩვენ ვიყავით ამ სამეულში [უკრაინა, მოლდოვა, საქართველო] უპირობებო ლიდერი. კითხვის ნიშანიც არ იდგა. ახლა მოჩანჩალის მდგომარეობაში [ვართ]. რაღაცნაირად ისევ ჩვენი ხალხი აწვება ამ ურიკას წინ მთელი ძალით. პირველი წლები მიგორავდა თავისით ინერციით, მერე გაჩერდა, მერე უკან დაიწყო, მაგრამ ახლა ჩვენმა ხალმა უნდა კრას ხელი. მაშინ ჩვენ ვკარით ქვეყანას ხელი „ვარდების რევოლუციის“ წინ, წინ ვუბიძგეთ და წავედით წინ, ახლა ჩვენმა ხალხმა უნდა უბიძგოს წინ და კრას ხელი. ყველაფერი გამოგვივა! საქართველო არჩევნების შემდეგ, 4 წელიწადში ევროკავშირის წევრი იქნება. საქართველო იქნება მშვიდობიანი, ძლიერი, ერთიანი ქვეყანა. წინ გამარჯვებისკენ! წინ ერთიანობისკენ! წინ ევროპისკენ! საქართველოს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს! ამასწინათ ლავროვმა კიდევ მომიხსენია - მე არავის ყელში გაჩხერას არ ვაპირებ. საერთოდ არ ვაპირებ რუსეთისკენ უკან გახედვას. ჩვენი ამოცანა არის ახლა ევროპისკენ ყურება და იქიდან ვეღარავინ გამოგვქაჩავს უკან!,“ - აცხადებს სააკაშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის