გიორგი ვაშაძე - ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა „ქართულ ოცნებაზე“, კანდიდატი ქვეყანა ვართ და ამაზე იყო ხაზგასმული მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში

ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა „ქართულ ოცნებაზე“, კანდიდატი ქვეყანა ვართ და ამაზე იყო ხაზგასმული მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დღევანდელ პროცესზე გაკეთებული განცხადებები. მისი თქმით, ახლა საჭიროა ხელისუფლების დროულად ჩამოშორება მართვის სადავეებიდან.

„ახლა ან არასდროს! ნამდვილად ასეა. მაგალითად, „ქართულმა ოცნებამ" მტკიცება დაიწყო იმის, რომ ევროკავშირმა არ იცის, რა არის საარჩევნო და ანტიკორუფციული რეფორმა, თურმე მიქანაძემ და კობახიხემ იციან. ასე ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ. ამიტომ, ეს ხალხი უნდა გავუშვათ, ვინც ამდენი ხანი გვაჭიდავა და ძვლივს მივაღწიეთ კანდიდატის სტატუსს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველო ევროკავშირისკენ სწრაფი ტემპით წავა. „მინდა ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსი მივულოცო. მინდა, რომ ვუთხრა 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ. იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცით, მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, ჩვენ ეს სტატუსი რომ არ მიგვეღო. ისინი მიდიოდნენ პროვოკაციაზე მუდმივად. რუსული „აგენტების კანონი“ შემოაგდეს, რომელიც პრაქტიკულად კეტავდა ჩვენს გზას ევროკავშირში და ისევ ქართველმა ხალხმა აიძულა ამ დოკუმენტის უკან გახმობა, რამაც ჩვენს ხალხს ევროკავშირში გაუხსნა გზა.

ჩვენი ამოცანა დღეს არის ერთად გამოვგლიჯოთ ეს პერსპექტივა მთავრობას. ან ახლა ან არასდროს! ისინი აპირებენ ჩვენი გზის მუდმივად საბოტირებას. ქართველი ხალხისთვის არის ორი არჩევანი - ან ესენი დატოვოს ხელისუფლებაში და მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ უსაშველოდ გაგრძელდება, შეიძლება გადავიჩეხოთ, ან ისინი ჩამოშორდებიან ხელისუფლებას და მაშინ საქართველო სწრაფი ტემპით წავა ევროკავშირისკენ, გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენს ხალხს ბევრად უკეთეს ცხოვრებას მოუტანს“, - განაცხადა სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო