სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია „ფიგურებმა“ „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია „ფიგურებმა“ „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია თბილისში, საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 24 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ამასთან, აღნიშნავენ,რ ომ „ფიგურები ჯიქიაზე“ დეველოპერული კომპანია ფიგურების პირველი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც 27 სართულს, 500-მდე ბინასა და კომერციულ თუ საოფისე ფართებს აერთიანებს. კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და სამი საპარკინგე სართულის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ერთიანი სამუშაოების დასრულება 2025 წლის ბოლოს არის დაგეგმილი. კომპანია მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას სამომავლოდ თბილისის სხვა უბნებშიც გეგმავს.

„ფიგურები“ ჰოლდინგ იბერკომპანის მიერ დაარსებული ახალი ბრენდია, რომლის პირველ პროექტს „ფიგურები ჯიქიაზე“ წარმოადგენს. ბრენდი შექმნილია მათთვის, ვინც პირველ რიგში, პროდუქტის ფუნქციურობას აფასებს და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება სურს, მითუმეტეს, როცა საქმე ისეთ შენაძენს ეხება, როგორიც საცხოვრებელი სახლია. „ფიგურების“ კომპლექსში ესთეტიკური კონცეფცია, პირველ რიგში, ფუნქციურობითაა ნაკარნახევი. სივრცეები დაგეგმილია ისე, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის ეკონომიკურად გამართლებული იყოს. ჩვენი მიზანია, ბინის მაძიებლებს შევთავაზოთ მოხერხებული და ხელშესახები გამოსავალი, რომელიც აუცილებლად უპასუხებს მათ ამჟამინდელ პრაქტიკულ საჭიროებებს და გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს“, - აცხადებენ კომპანიაში.

როგორც „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ აღნიშნა, „საქართველოს ბანკისთვის“ ბიზნესის ხელშეწყობა და მათთვის საიმედო პარტნიორობის გაწევა მთავარი პრიორიტეტია.

„სამშენებლო დეველოპერულ სექტორს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ჩვენს პორტფელში. გვიხარია, რომ ბანკსა და კომპანია „ფიგურებს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა და თბილისს კიდევ ერთი მასშტაბური საცხოვრებელი პროექტი შეემატება. აღსანიშნავია, რომ ფიგურები ჰოლდინგური კომპანია „იბერკომპანის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც წლებია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ კომპანიის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენის მხრივ წვლილი შეგვაქვს მათ გაძლიერებაში. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნა ერეკლე ვაშაყმაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში