თეონა ჭალიძე - მივმართავ სახალხო დამცველს, შეისწავლოს „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დარღვევის მასშტაბი

მივმართავ სახალხო დამცველს, შეისწავლოს და შეაფასოს „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების - პენსიონერების, შშმ პირების დევნილებისა და მარჩენალდაკარგულების უფლებების დარღვევის მასშტაბი, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ განაცხადა.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახურის ცნობით, მან წერილობითი მოთხოვნა სახალხო დამცველის აპარატში ჩააბარა.

ჭალიძის თქმით, პენსია და სხვა სოციალური გასაცემლები ადრესატამდე სრულად არ მიდის, რაც ლიბერთი ბანკის მანიპულაციების შედეგია.

„მივმართავ სახალხო დამცველს შეისწავლოს და შეაფასოს „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების - პენსიონერების, შშმ პირების დევნილებისა და მარჩენალდაკარგულების უფლებების დარღვევის მასშტაბი, თუ როგორ გამოიყენა მონსტრმა ფინანსურმა კომპანიამ ადამიანების მოწყვლადობა თავის სასარგებლოდ, როგორ და რა ხერხებით შეამცირა ისედაც გაჭირვებული ხალხის ქონება და გაზარდა თავის ქონება.

უკვე წლებია სახელმწიფო ბიუჯეტიდან პენსია და სოციალური გასაცემლები ადრესატებამდე სრულად აღარ მიდის სწორედ ლიბერთი ბანკის მანიპულაციების წყალობით და ამ საკითხის მიყურადება დიდი უსამართლობაა“, - განაცხადა ჭალიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება