ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინია, რომ წელს რეკორდული შემოსავლები გვექნება ტურიზმის სექტორიდან, დაახლოებით, 4 მილიარდ დოლარზე მეტი - გვეყოლება 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი

წელს რეკორდული შემოსავლები გვექნება ტურიზმის სექტორიდან. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს 4 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება. გვეყოლება 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სათხილამურო სეზონის გახსნისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველაფერი იმისთვის კეთდება, რათა ტურისტული სექტორი დინამიურად ვითარდებოდეს.

„მინდა გითხრათ, რომ წელს რეკორდული შემოსავლები გვექნება ტურიზმის სექტორიდან. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს 4 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება. გვეყოლება 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი საქართველოში. ეს ძალიან დამაიმედებელია, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მოვახერხეთ ტურისტული სექტორის არამხოლოდ აღდგენა, არამედ წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ დინამიკაში გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“,- აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს