ნათია თურნავა - ეტაპობრივად, ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით ვაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას

ეტაპობრივად, ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით ვაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვლეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფლაციის დონის და არსებული პროგნოზების გათვალისწინებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემსუბუქება, ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით, კვლავ გაგრძელდება.

„გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაციის დონე იმაზე უფრო დაბალია, ვიდრე ჩვენი პროგნოზები ასახავდა, ფრთხილი ნაბიჯებით ვაგრძელებთ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას. თუ მომავალში თავი არ იჩინა მოულოდნელმა გარე შოკმა ან რისკმა, კვლავაც ეტაპობრივად გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სებ-ის მთავარი მანდატი ფასების დონის სტაბილურობის უზრუნველყოფაა, სწორედ ამიტომ ძალიან დეტალურად ხდება დაკვირვება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, საფინანსო ბაზრებზე, გარემო ფაქტორებსა და ინფლაციის პროგნოზებზე.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ინფლაციის მაჩვენებელიც დაბალია და ჩვენს მიზნობრივ 3%-თან ახლოს არის. ეს პროგნოზები და რეალური ვითარება გვაძლევს საშუალებას, რომ ასეთი შემსუბუქება ფრთხილი ნაბიჯებით გავაგრძელოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 9.5%-მდე შეამცირა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება