მიხეილ დაუშვილი სააკაშვილის ინიციატივაზე - რას ნიშნავს, „სუპერ პაკი“? - რამხელა ბედნიერებაა, რომ იმ 25 ადამიანში ჩვენც გაგვითვალისწინეს

რას ნიშნავს, „სუპერ პაკი“? - რამხელა ბედნიერებაა, რომ იმ 25 ადამიანში ჩვენც გაგვითვალისწინეს, - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი მიხეილ დაუშვილი.

დაუშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, ნუ აძლიერებენ „ქართულ ოცნებას“ და ნუ არიან მათი პარტნიორები.

როგორც დაუშვილმა აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაიშალოს.

„არ გვინდა, არ გვაინტერესებს. რა ხდება „ნაცმოძრაობაში“, ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „ქართულ ოცნებას“ ნუ აძლიერებენ და მათი პარტნიორები ნუ იქნებიან და ნუ არიან. რა „სუპერ პაკი“, რის „სუპერ პაკი“ - ცოტა ზეციდან დაეშვან, მიწაზე ჩამოვიდნენ და რაც რეალურია, იმაზე ისაუბრონ. რა „სუპერ პაკი“, რა იდეების გენერატორი?! - ჩვენი მოქალაქეებისთვის „ნაცმოძრაობა“ წარსულის პოლიტიკური ძალაა და გააცნობიერონ, ამას შეეგუონ. დაიშლებიან? - უნდა დაიშალონ. არ შეიძლება, ეს ძალა ასეთი ფორმით არსებობდეს“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს