მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილმა არა თუ პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, ევროკავშირიც მისი შექმნილია თავისივე ილუზორული გაგებით - მმართველობის რეპრესიული აპარატით, რომელიც მას ჰქონდა, ევროკავშირში ვერასდროს შევიდოდით

მიხეილ სააკაშვილმა არა თუ პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა - ევროკავშირიც მისი შექმნილია მისი ილუზორული გაგებით, - აღნიშნული განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძე დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს ვერასდროს მიიღებდა.

„სააკაშვილის ასეთი ხმამაღალი განცხადებები ან ხუმრობად უნდა გავიგოთ, ხოლო თუ ის არ ხუმრობს, ჩვენ ხუმრობით ვუპასუხოთ. ყველამ კარგად იცის, მათ შორის ვინ რა გააკეთა ევროპული მიმართულებით საქართველოში. თუ ფიქრობს, რომ შეუძლია ბუტაფორიული რეფორმები და ქვეყნის ბევრი წარუმატებლობა, რასაც იმხანად ჰქონდა ადგილი, ევროპისკენ წარმატებულ სვლად ჩათვლად, ეს მხოლოდ სააკაშვილის პრობლემაა. საქართველოში კარგად ხვდებიან, რომ იმ ციხეებით, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა, სახელმწიფო მმართველობის რეპრესიული აპარატით, ჩვენ ევროკავშირში ვერასდროს შევიდოდით. ადამიანის უფლებების იმ მდგომარეობით, რომელიც საქართველოში 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე იყო, კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლებელი იქნებოდა. უფრო მეტიც, ვერც ვიზალიბერალიზაციას მივიღებდით და ვერც ასოცირების შეთანხმებას გავაფორმებდით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი