მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციური სუპერგაერთიანების შექმნის ინიციატივა წარმოადგენს ფანჩატური 2-ს

ოპოზიციური სუპერგაერთიანების შექმნის ინიციატივა წარმოადგენს ფანჩატური 2 - ს - არასერიოზულია, როდესაც ამაზე “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საუბრობს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ სააკაშვილს რეალობის განცდა და შეგრძნება იმისა, თუ როგორია რეალურად საზოგადოების დამოკიდებულებები და მოთხოვნები, დაკარგული აქვს.

“გასაგებია, რომ მისთვის ნომერ პირველი საკითხი ციხიდან გასვლა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა, მეორეს მხრივ კი, ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი საქართველო მისი დღის წესრიგით ცხოვრობს.

ოპოზიციის კონსოლიდაციას ერთხელ უკვე დაერქვა ფანჩატური - ეს ფანჩატურია სიმბოლო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური აქტივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. მისი თქმით, ეს სტრუქტურა უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი და პოლიტიკური სათათბირო.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, კომიტეტი უნდა იყოს სათათბირო, რომელშიც ოპოზიცია სტრატეგიას შეიმუშავებს და სხვა საკითხებს განიხილავს - “სუპერ პაკი“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი